დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა:  მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის  და  თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
სხდომას, საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. მას დაესწრება საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. 
საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.