მეოთხე წელია ვითიბი ბანკი ბავშვთა რაგბის გუნდ „ჩოხოსნების“ გენერალური სპონსორია, 2016 წლის განმავლობაში ბანკი კვლავ გუნდის გენერალურ სპონსორად რჩება.
გუნდის გენერალური სპონსორობის პერიოდში განხორციელებული ფინანსური მხარდაჭერა მოხმარდება გუნდის ფიზიკურ მომზადებას, ეკიპირებასა და სპორტსმენების სამედიცინო მომსახურებას.
ვითიბი ბანკის ვიცე - პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა:
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მონაწილეობა მივიღოთ ისეთ პროექტებში, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციისკენ არის მიმართული. ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მოზარდებისა და სპორტსმენების განვითარებას.
ვითიბი ბანკი - ქართული სპორტის მხარდამჭერი!
#SUPPORTGEORGIANSPORT