ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ფედერაციის აღმასკომს კახა ცხადაძის გათავისუფლების წინადადებით სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა.
კახა ცხადაძის გათავისუფლების მიზეზი მასსა და ფედერაციიის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს შორის სახელფასო თემაზე დაპირისპირება გახდა.
სფფ-მ კახა ცხადაძეს ხელფასის შემცირება და საბონუსე სისტემა შეთავაზა. ცხადაძემ თავისი ფორმულა წარადგინა – ხელფასის 25%-ით შემცირება, მიზნის მიღწევის შემთხვევაში კი აღნიშნული 25%-ის უკან დაბრუნება.
ამ დავას ლევან კობიაშვილის მიერ კახა ცხადაძის ხელფასისა და ვალის ოდენობის გასაჯაროვება მოყვა. კახა ცხადაძე ეროვნულ ნაკრებს 2014 წლიდან, თემურ ქეცბაიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ წვრთნის.