რაგბის კავშირის პრეზიდენტი 35 ხმით, გოჩა სვანიძე გახდა. არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზედგინიძეს მხარი 32-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
გოჩა სვანიძე რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, არჩევნები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სრულიად დახურულ ფორმატში წარიმართა და მას მინისტრის მოადგილესთან ერთად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ტავმჯდომარეც ესწრებოდა.