რაგბის კავშირი პრეზიდენტის არჩევნებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ესწრებიან.
შალვა გოგოლაძის განცხადებით, რაგბის არჩევნებში არავინ ერევა და სამინისტრო ნებისმიერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მზად არის თანამშრომლობისთვის.
რაც შეეხება გიორგი კახიანს, არჩევნებზე მოსვლის მიზეზად იგი ყოფილ რაგბისტობას ასახელებს.
,,მე როგორც ყოფილი რაგბისტი მოვედი. სიმპათიები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაგვაჩნდეს. მთავარი არის ის, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს,"- აცხადებს კახიანი
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს არჩევნებზე ვიდეოკადრების გადაღების საშუალება არ მიეცათ. როგორც ჟურნალისტებს რაგბის კავშირის პრესსამსახურის უფროსმა სანდრო უჯმაჯურიძემ განუცხადა, ის მედიის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. მისივე თქმით, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ შეხვედრა იქნებოდა მთლიანად დახურული.