საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის პოლიტიკურ არხად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ გეგმის დეტალურად გაწერას საპარლამენტო ოპოზიცია დადებითად აფასებს. ეს განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების"წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
პოლიტიკურ არხთან დაკავშრებით დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლისახელმძღანელობა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ამ პროექტით უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური პლურალიზმი.
",ამომრჩეველს ზუსტად ეცოდინება, რა ხდება საკანონმდებლო ორგანოში, არა მხოლოდ სხდომებზე, არამედ კომიტეტებზე. როგორ წყდება ის საკითხები, რომელიც მათ აწუხებთ. ეს იქნება თავისუფალი ტრიბუნა, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეეძლება გამოხატოს საკუთარი ხედვა~, - განაცხადა ვეფხვაძემ, რომლის მტკიცებითაც, პირდაპირ ეთერში ბრიფინგების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ პარტიას.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი არხი არნიშნული პროექტის განხორციელებისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 5 მილიონ ლარს მოითხოვს. დაფინანსების შემთხვევაშ,ი პროექტის ამოქმედება მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში გახდება შესაძლებელი.