ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ბერიძის ინიციატივითა და ქართული დიასპორის ხელშეწყობით „ვეფხისტყაოსნის" ბულგარული გამოცემა დაიბეჭდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, გამოცემა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მეთორმეტე საუკუნის ქართული პოემის ბულგარული თარგმანი საჩუქრად გადაეცათ ბულგარეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და ბულგარეთის მთავრობის წევრებს, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა სასწავლო დაწესებულებებსა და ბიბლიოთეკებს.