ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი სახელმწიფოს "ქამრების შემოჭერის პოლიტიკას" უწუნებს.
როგორც ცენტრში აცხადებენ, "ქამრების მოჭერის" პოლიტიკა 2009 წელს სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულებებმა განსხვავებული პრინციპებით განახორციელეს და შესაბამისად განსხვავებულია მათ მიერ ოპტიმიზირებული ხარჯების მოცულობაც. სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმატიდან გამომდინარე კი, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელმა საჯარო დაწესებულებებმა რა ტიპის ხარჯების ოპტიმიზაცია განახორციელეს.
"ბიუჯეტის ფორმატი ასევე არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთმანეთს შედარდეს ცვლილებებამდე არსებული მაჩვენებლები და ცვლილებების შემდეგმ მიღებული მაჩვენებლები. ბიუჯეტში მხოლოდ ცვლილებების შემდეგ მიღებული მაჩვენებლები ჩანს და შედარებისათვის, აუცილებელია მისი ცალკე შედარება ბიუჯეტის წინა რედაქციასთან", - აღნიშნავენ ცეტრის ექსპერტები.
ცენტრის ინფორმაციით, ძირითადი მხარჯავი დაწესებულებების მხრიდან დასაქმებულთა რაოდენობის და შრომის ანაზღაურების ფონდის შემცირება 2009 წელს არ განხორციელებულა. ზოგიერთ მხარჯავ დაწესებულებებში პირიქით, გაიზარდა კიდეც, რაც ,,ქამრების მოჭერის" პოლიტიკის პირობებში დაუშვებელი იყო. ,,ქამრების მოჭერის" პოლიტიკის მთავარმა ინიციატორებმა კი - პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ შრომის ანაზღაურების მოცულობა არ შემაცირეს და მთავრობამ გაზარდა კიდეც.
ამასთან, ცენტრა ვერ მოახერხა "ქამრების მოჭერის" შედეგად დაზოგილ იმ 350 მლნ ლარზე დეტალური ანალიზის გაკეთება, რაზეც საქართველოს ფინანსთა მინისტრი და მისი მოადგილე საუბრობდნენ.
"როგორც ჩანს, ეს ციფრები ხელოვნურადაა მოგონილი და რეალური "ქამრების მოჭერა" არ განხორციელებულა", - აცხადებენ ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ექსპერტები.