29 იანვარს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ანსამბლ „მზიური"-ს სოლისტის მაია ჯაბუას შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რის შემდეგაც საზეიმოდ ფილარმონიის წინ მისი „ვარსკვლავი" გაიხსნება.
კონცერტში, რომელიც საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით იმართება მონაწილეობენ: დათო ევგენიძე, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.