ბრიტანული კინოსამყარო კი ცნობილ მსახიობს ემშვიდობება. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 69 წლის ასაკში ალან რიკმანი გარდაიცვალა. საყოველთაო აღიარება თეატრისა და კინოს მსახიობს 1988 წელს გადაღებულმა სურათმა “კერკეტი კაკალი” მოუტანა, სადაც მან გერმანელი ტერორსტის, ჰანს გრუბერის როლი ითამაშა. შემდეგ კი იყო “რობინ ჰუდი,” “გულწრფელად, უგონოდ, ძლიერად,” “გონება და გრძნობა” და სხვა რომანტიკული და სათავგადასავლო ჟანრის ჰიტად ქცეული ფილმები. პოპულარობის პიკზე მსახიობი ჰარი პოტერში შესრულებულმა სევერუს სნეიპის როლმა აიყვანა.