ლას ვეგასში 73 წლის ასაკში ცნობილი კანადელი მომღერლის, სელინ დიონის მეუღლე და მენეჯერი რენე ანჟელილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნის მძიმე ფორმა გახდა, რომელსაც ანჟელილი ბოლო რამდენიმე წელი ებრძოდა. 2 წლის წინ მან მეორე ოპერაცია გადაიტანა, თუმცა სასიკვდილო სენის დამარცხება ვერ შეძლო. ქორწინებაში დიონი და ანჟელილი 1994 წლიდან იმყოფებოდნენ.