დავით ნარმანიამ ფოტოკონკურსის „ ახალი წელი თბილისში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. პირველი ადგილის მფლობელი 1 500 , მეორეზე გასული -1000, ხოლო მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი 500 ლარით დაჯილდოვდა. კონკურსი „ ახალი წელი თბილისში“ 25 დეკემბერს გამოცხადდა და 7 იანვრის ჩათვლით 31 თემატური ფოტო განთავსდა სოციალურ ქსელში. საუკეთესო ფოტოსურათები ფოტოგრაფებით დაკომპლექტებურმა ჟიურიმ გამოავლინა.