ნიუ იორკში 82 წლის ასაკში ჯორჯიო გომელსკი გარდაიცვალა. ცნობილი პროდიუსერისა და იმპრესარიოს გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. გომელსკი თბილისში 1934 წლის 28 თებერვალს დაიბადა. 30-ანი წლების შემდეგ მისი ოჯახი სირიაში გადასახლდა, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა საცხოვრებლად. 1948 წელს გომელსკი ლონდონში გაემგზავრა, სადაც ჯაზმენებზე დოკუმენტური ფილმების გადაღება დაიწყო. 1963 წელს მან მუსიკალური კლუბი Crawdaddy გახსნა, რომელშიც ლეგენდარულმა როლინგ სტოუნსმა პირველი კონცერტები გამართა. გომელსკი ისეთი ცნობილი ჯგუფებისა და მუსიკოსების პროდიუსერი იყო, როგორებიცაა Yardbirds, ერიკ კლეპტონი და ჯიმი პეიჯი. 1967 წელს გომელსკიმ რეკორდ-კომპანია Marmalade დააარსა. ბოლო წლებში გომელსკი ნიუ იორკში ცხოვრობდა, სადაც ხმის ჩამწერი და სარეპეტიციო სტუდია ჰქონდა და რადიოში დიჯეიდ მუშაობდა.