შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა 3 ახალი მოდგილე წარადგნა. კერძოდ, მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი იქნება, მოადგილეები კი, დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია.
მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს სამინისტრო განახლებულ გუნდთან ერთად გააგრძელებს და გაამკაცრებს ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ.
მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალთან ბრძოლაში თავი გამოიჩინა აჭარის ავტომომიური რესპუბლისკი პოლციის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ ამირანაშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ვარდიაშვილი შსს-ში საფინანსო სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს.