რუსთავში, 36 წლის თურქეთის მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, იგი თორდიას ქუჩაზე ცხოვრობდა, სადაც საპატრულო პოლიციამ ფანჯრიდან შეაღწია და მამაკაცი ჩამომხრჩვალი დახვდათ.
ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ნათესავებიც, რომლებიც თურქეთიდან სტუმრად ჩამოვიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროშის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.