მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა და მისმა მეუღლემ ელენა ბატურინამ 25 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ჯვარი დაიწერეს. 79 წლის ლუჟკოვისა და 52 წლის ბატურინას ჯვრისწერის ცერემონიალი პოდმოსკოვიეში შედგა. წყვილმა 1991 წელს იქორწინა. ქორწინებიდან მათ 2 ქალიშვილი ჰყავთ.