პორტუგალიაში ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს ქანდაკება შეურაცხყვეს. ვანდალებმა მასზე ლიონელ მესის სახელი მიაწერეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფიფამ ოქროს ბურთის მფლობელად კრიშტიანუს კონკურენტი, ბარსას არგენტინელი ფორვარდი მესი გამოაცხადა. რონალდუს ქანდაკება მადეირაზე 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.