აიუფ ბორჩაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე, ბორჩაშვილის პირად კომპიუტერში არსებულ აუდიო და ვიდეო მასალებს გამოიკვლევენ, რომელიც უშუალოდ ამ საქმეს უკავშირდება. საქალაქო სასამართლოში პროცსი 10 საათზეა ჩანიშნული. აიუფ ბორჩაშვილს ბრალად ედება ახალგაზრდების სირიაში გადაყვანის ორგანიზება, რომელთაგანაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო.