ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ნივთის საზღვარზე უკანონოდ გადატანის ფაქტზე დაიწყო. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნახატზე მოკვლევა აწარმოა, რომლის ფარგლებშიც სავარაუდო მფლობელი ეკა აბაშიძე და შუმავლები მალხაზ მახარაძე და ზაჰირ ჰუსეინოვი დაკითხეს. საქმეზე მოკვლევა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ სტამბოლში ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევრის არალეგალურად გაყიდვისას ორი ბიზნესმენი დააკავეს. თურქული მედია იუწყება, რომ ტილო საქართველოდან კონტრაბანდული გზით არის გატანილი.