რა მოხდა ღამით ლესელიძის ქუჩაზე?- საქმე ცემის ფაქტზეა აღძრული. დაზარალებულნი არიან ტელეკომპანია ტაბულას თანამშრომლები. მათი თქმით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მათ ერთ-ერთ რესტორანში უცნობმა პირებმა მიაყენეს და პატრულის გამოძახების შემდეგ მიიმალნენ. მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვა გვიან ღამემდე გაგრძელდა.