კატალონიური ბარსელონას თავკაცი ლუის ენრიკე 2015 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ფიფამ ციურიხში გამართა. საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის ხოსეპ გვარდიოლა და ხორხე სამპაოლიც იბრძოდნენ, თუმცა ფიფამ არჩევანი კატალონიელთა მწვრთნელზე შეაჩერა. გასულ წელს მისი თავკაცობით ბარსამ ესპანეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.