საბერძნეთში ორ ქართველს, ამირან ხურციძესა და ლაშა არსენიძეს ეძებენ. მათ ყაჩაღობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დაჯგუფების 12 წევრის სურათებსაც აქვეყნებს. წინასწარი გამოძიებით, დაჯგუფებამ, რომლის წევრებიც ქართველები იყვნენ, საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა. ზარალი 10 მილიონ ევროს აღემატება.