ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა. 10 იანვარს, „სადახლო-საავტომობილოს“ კონტროლის ზონაში შემოსული საქართველოს მოქალაქე გ.ტ.-ის ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მათ მგზავრის სხეულზე ორ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 459 აბი ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი „პირალგინი“ აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.