ბარაქ ობამა პრეზიდენტობის არცერთ კანდიდატს ღიად ხმას არ დაუჭერს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერის ადმინისტრაციის უფროსმა დენის მაკდონოუმ განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი პრაიმერიზის დასრულებამდე კანდიდატტა მხარდამჭერ განცხადებებს არ გააკეთებს. ამ დროისათვის დემოკრატ კანდიდატებს შორის რეიტინგში ჰილარი კლინტონი ლიდერობს. ასევე მარალი რეიტინგი აქვთ ბერნი სანდერსსა და მარტინ ომელის.