თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აიუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის განხილვა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა განახლდება. ასევე, იგეგმება მოწმეთა დაიკითხვა. პროცესზე გაგრძელდება წერილობითი და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევა. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. პანკისელი აიუფ ბორჩაშვილი და მასთან ერთად კიდევ სამი პირი 2015 წლის ივნისში დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და გადაბირება ედებათ.