გუდაურში, თოვლზე სრიალის დროს, ერთმანეთზე შეჯახების შედეგად 14 წლის გოგონა დაიღუპა, 19 წლის ბიჭი კი მძიმედ დაშავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიჭი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. მძიმედ დაშავებული გოგონას თბილისში გადმოსაყვანად გუდაურში ვერტმფრენი გაფრინდა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.