ხოსეპ გუარდიოლა მანჩესტერ სიტის იმ შემთხვევაში გაწვრთნის, თუ კლუბი ბარსელონას თავდამსხმელს, ლიონელ მესის შეიძენს. ამის შესახებ გამოცემა Daily Express იტყობინება. ამავე ინფორმაციით, გუარდიოლამ კლუბის თავკაცებს განუცხადა, რომ არგენტინელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს და რომ მესი სიტის ახალ დონეზე აყვანაში დაეხმარება. გუარდიოლას სიტისთან კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ბავარია 44 წლის ესპანელმა სპეციალისტმა 17 დეკემბერს ოფიციალურად დატოვა.