„ვარსკვლავურო ომების“ ახალი ეპიზოდი რეკორდებს ხსნის. Walt Disney-ის ახალმა პროდუქტმა გამოსვლის დღიდან დღემდე მხოლოდ აშშ-სა და კანადაში 760,5 მილიონი დოლარი მოხსნა. აბრამსის ნამუშევარმა შემოსავლით ჯეიმს ქემერონის „ავატარსაც“ გაუსწრო, რომელიც დღემდე რეკორდსმენ ფილმად ითვლება. „ავატარმა“ პრემიერის დღიდან (2009) 2,79 მილიარდი დოლარი მოაგროვა. რაც შეეხება „ვარსკვლავურ ომებს,“ მას ამ რეკორდის გაუმჯობესების კარგი შანსი აქვს. მსოფლიო კინოგაქირავებიდან ფილმმა 12 დღეში მილიარდი დოლარი მიიღო.