ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს და რუსეთის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. „თუ ეს ინფორმაცია მორიგი ტყუილი არ არის, რასაც ადრე არაერთგზის ჰქონია ადგილი, მაშინ საქმე გვაქვს ფხენიანის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევასთან, რაც რუსეთის ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის,“-აღნიშნა კონსტანტინ კოსაჩევმა.