რუსული რუბლი ისევ გაუფასურდა. დღეს დილით მოსკოვის ბირჟაზე დოლარის ღირებულებამ 73,39 რუბლი შეადგინა, ევროს კურსი კი 78,9 რუბლით განისაზღვრა. რუსული ვალუტის გაუფასურება ნავთობის ფასის დაცემას უკავშირდება. დღეს დილით ბრენტის მარკის საწვავის ღირებულებამ მსოფლიო ბაზარზე 36,42 დოლარი შეადგინა.