ჩინეთის პროვინცია ხენანში ცნობილი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, მაო ძედუნის 36 მეტრიანი ქანდაკება აღმართეს. მოოქროვილი მონუმენტის მშენებლობა 3 მილიონი იუანი (460 ათასი დოლარი) დაჯდა. სოლიდური თანხა შემოწირულობებით აგროვდა. ყველაზე მეტი შემოწირულობა კი სოფელ ტუნსუის მცხოვრებლებმა გაიღეს, რომლის სიახლოვესაც დაიდგა „ოქროს მაო ძედუნი.“