ტოკიო ფხენიანის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის გამო შეშფოთებულია. საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ გააკეთა. „მსგავსი ქმედებებით ჩრდილოეთ კორეა იაპონიას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს. ფხენიანი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, იაპონია-ჩრდილოეთ კორეის დეკლარაციას და ექვსმხრივ შეთანხმებას, რასაც იაპონია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს. ჩვენ ფხენიანის ქმედებებს ვგმობთ და ვაპროტესტებთ,“-აღნიშნა სუგამ. ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ისტორიაში პირველად წყალბადის ბომბი გუშინ გამოცადა.