ზინედინ ზიდანმა მწვრთნელის რანგში რეალი პირველად ავარჯიშა. ღია ვარჯიშს მადრიდული კლუბის 6 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო. ამის შემდეგ ზიდანმა პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც დაადასტურა, რომ კლუბთან ხელი 2,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა. ახალმა მწვრთნელმა ისიც განაცხადა, რომ განსაკუთრებულ იმედს ისკოზე, როდრიგესსა და ბეილიზე ამყარებს.