საუდის არაბეთის კვალდაკვალ, ირანთან დიპლომატიური კავშირი ბაჰრეინმაც შეწყვიტა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა ისა ჰამადიმ განაცხადა. მისივე თქმით, ირანელ დიპლომატებს ბაჰრეინის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი ეძლევა. ბაჰრეინი ირანს შიიტი ამბოხებულების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, რომლებიც სუნიტ ხელისუფლებას ოპოზიციაში უდგანან.