ტოკიო მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადებით კრემლის ლიდერს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მიმართა.
„მეც და ბატონ პუტინსაც კარგად გვესმის, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების არარსებობა არანორმალური ფაქტია, თუმცა უმაღლესი დონის შეხვედრის გარეშე ჩრდილოეთ ტერიტორიების პრობლემა არ გადაიჭრება,“-აღნიშნა აბემ.
იაპონიის მთავრობის მეთაურმა რუსეთის ლიდერს საგანგებო სამიტის ჩატარებაც შესთავაზა, რომელზეც სამშვიდობო შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.
t