4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის , ილია II –ის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს 20:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო საღამო ჩატარდება. ჯემალ სეფიაშვილის საშობაო-შემოქმედებითი კონცერტი ,,მიყვარხართ!“ პატრიარქის 83 წლის იუბილეს ეძღვნება.
ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
საიუბილეო კონცერტზე გამოყენებული იქნება უნიკალური საარქივო მასალა, ღონისძიების დასასრულს საზოგადოება უწმინდესის მიერ შესრულებულ მის საგალობელს მოისმენს.
საღამოს დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, მეცნიერები, ხელოვანები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
კონცერტი საქველმოქმედოა. შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ჯგუფების კეთილდღეობას მოხმარდება.
საშობაო-საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, ცისანა სეფიაშვილი, ნინო ძოწენიძე, მამუკა ჩარკვიანი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, მორის ჯანაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, გიორგი მეფისაშვილი, ქართული ხმები , თეატრალური კვარტეტი , "ფორტე", სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, გორის ქალთა კაპელა და „მეკო-სტუდიოს“ ბავშვთა გუნდი.