საუდის არაბეთმა ირანიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერ-რიადმა თეირანთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც საუდის არაბეთში სიკვდილით ტერორიზმში ბრალდებული შიიტები დასაჯეს. პასუხად დემონსტრანტები თავს თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს დაესხნენ და დაარბიეს. ერ-რიადმა ირანელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა, პარალელურად კი თეირანიდან საკუთარი დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო.