სტამბოლის სასამართლომ თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა. ამის მიზეზი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მსაჯის, ხალიდ დინჩდაგუს წინააღმდეგ გატარებული სანქციები გახდა, რომელსაც უფლებამოსილება სწორედ სექსუალური ორიენტაციის გამო შეუჩერეს. ამის გამო დინჩდაგუ კომპენსაციის სახით 110 ათას ლირას (35 ათასი ევრო) ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ფეხბურთის ფედერაციას მსაჯისთვის 23 ათასი ლირის (7,2 ათასი ევრო) გადახდა დააკისრა.