ტუნისელი მსაჯი იასინ ხარუში პირდაპირ მოედანზე აქვითინდა. რეფერის განაწყენების მიზეზი გულშემატკივრის უხამსობა გახდა. მიზერტესა და მარსას სეხვედრაში ხარუში მასპინძელთა ფანებმა უცენზურო შეძახილებით შეურაცხყვეს, რასაც რეფერიმ ვერარ გაუძლო და ატირდა. „ასეთი შეურაცხმყოფელი სიტყვების მოსმენისას ძნელია ცრემლებისგან თავი შეიკავო. არავის მოსწონს, როდესაც დედას აგინებენ. ღმერთმა ადღეგრძელოს და დაიფაროს დედაჩემი“-განაცხადა არბიტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.