დიახ, სტუსტარში ანუ ტექნიკური უნივერსიტეტის მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებულ სამ სტუდენტს სწავლის საფასურს უნივერსიტეტი დაუფარავს. ამ ტრადიციას არჩილ ფრანგიშვილმა სამი წლის წინ ჩაუყარა საფუძველი. წლევანდელი ფინალი, ისევე, როგორც შარშანდელი, ფილარმონიაში გაიმართება.
გვესაუბრება რატი გურგენიძე, სტუ-ს თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი:
_ საახალწლო წვეულებას, რომელიც 30 დეკემბერს ჩატარდება „ივენთი ჰოლში“, საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. ეს უკვე ტრადიციაა და ძალიან კარგი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატმა მიიღო. უფრო კონკრეტულად: საახალწლო წვეულებისთვის მზადება რამდენიმე თვით ადრე იწყება, პირველ ეტაპზე ტარდება შესარჩევი ტური, რომელშიც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტები მონაწილეობენ. კომპეტენტური ჟიური შესარჩევ ტურში ირჩევს საუკეთესოებს, რომლებიც ხვდებიან ნახევარფილანლში. შემდეგი ეტაპია ფინალი. წელს კონკურსში მონაწილეობა მიიღო 40-მდე სტუდენტმა, 16 გადავიდა ნახევარფინალში, 5 - ფინალში.
30 დეკემბერს პირველ ადგილზე გასულ სტუდენტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადაწყვეტილებით, ჯილდოს სახით, გათავისუფლდება სწავლის გადასახადისგან და მიიღებს თურქეთის საერთაშორისო მუსიკალუირ ფესტივალის საგზურს. მეორე ადგილზე გასულს სწავლა დაუფინანსდება 50%-ით, ხოლო მას, ვინც ხალხის სიმპათიის ტიტულს მოიპოვებს, 100%-ით დაუფინანსდება სწავლა.
_ როგორ დაადგენთ, ხალხის სიმპათია ვინ იქნება?
_ ჩვენს ოფიციალურ გვერდზე გვაქვს ვიდეოჩანაწერები გამოქვეყნებული. ვინც მეტ მოწონებას დაიმსახურებს, ის იქნება ხალხის სიმპათია.
_ რაც შეეხება ღონისძიების დეტალებს...
_ საღამოს წაიყვანენ თაკო ცქვიტინიძე და დათო მელაძე (ჩელე). ჟიურიში იქნებიან მაიკო კაჭკაჭიშვილი, ზურა ხაჩიძე და ნიკა წულუკიძე. კონკურსანტების გარდა, მაყურებლის წინაშე წარდგებიან თემო საჯაია, ნათია დუმბაძე, ამერიკიდან ჩამოვა საბრინა ჭანტო-ოურია თავისი ბენდით. მოწვეულ სტუმართა შორის არიან თბილისის მერი, განათლების მინისტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.