დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 29 დეკემბერს, 18:30 საათიდან, საახალწლო ქალაქში DJ-ების ფესტივალი გაიმართება. საახალწლო ქალაქის სტუმრებისთვის DJ-ები Kancheli და Boyd Shidt დაუკრავენ.
20:30 საათიდან კი, ქალაქში საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე ბენდების The JetBird და Neuton ის კონცერტები გაიმართება.
ჯადოსნური ქალაქის სტუმრებს, საშუალება ექნებათ, საგანგებოდ მოწყობილ და მორთულ სახლებში, მთელი დღის განმავლობაში, დააგემოვნონ გლინტვეინი, კრეპები, ორცხობილები, „ბელგიური ვაფლი“ და სხვა საახალწლო ნუგბარი; შეიძინონ სუვენირები, ნაძვის ხის სათამადა შოები და ხელნაკეთი ნივთები. გადაიღონ ფოტო სურათები დროში მოგზაურ სანტასთან ერთად.
ვარდების რევოლუციის მოედანზე საახალწლო ქალაქი 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. კულტურული, სპორტული თუ საბავშვო აქტივობები ვარდების მოედანზე 3 იანვრამდე გასტანს. 10 დღის განმავლობაში, თბილისელებისა და ქალაქის სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას, წელს 700 ზე მეტი მუსიკოსი, მსახიობი და შემსრულებელი შეეცდება.