უმუშევარმა სენეგალელმა მიგრანტმა ესპანურ საშობაო ლატარეაში სოლიდური თანხა მოიგო. 35 წლის ნგამე 400 ათასი ევროს მფლობელი გახდა. ნგამე და მისი ცოლი ესპანეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა 8 წლის წინ გადაარჩინეს. ისინი მაროკოდან ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას არალეგალურად ცდილობდნენ, როდესაც ნავმა კატასტროფა განიცადა. ამის შემდეგ ცოლ-ქმარი ესპანეთში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა.