“ამნესტი ინტერნეიშენალის” მიერ მოსკოვისთვის წაყენებულ ბრალდებებს რუსეთის თავდაცვის უწყება ეხმაურება. შოიგუს უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის დასკვნა იმის შესახებ, თითქოსდა რუსეთის ავიადარტყმებს სირიაში მშვიდობიანი მცხოვრებლები ეწირებიან, აბსურდულია. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეერთებულ შტატებს ისლამურ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს და სირიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ვაშინგტონს აკისრებს.