თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით მიმდინარეობს პროექტი "ოპტოგრამა 2015".
გრაფიკული დიზაინის კონკურსზე წარმოდგენილი პლაკატების გამოფენა და გამარჯვებული პლაკატების ავტორების დაჯილდოვება გაიმართება სასტუმროში "Rooms Hotel Tbilisi" პარკინგ ჰოლში (–1 დონეზე).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ როგორც პროფესიონალ გრაფიკოს დიზაინერებს, ასევე პლაკატის დიზაინის მიმართულებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს.
ჟიურის წევრების მიერ განსაზღვრული შედეგების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული შემდეგი თემებიდან:
1. "ტყე შეშა არ არის" -- ნომინაცია დაწესდა პროექტის "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში, ნომინაციის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
2. სარეკლამო პოსტერი ევროპული სკამების სალონისთვის "TON"-ი
საგამოფენოდ არჩეული პლაკატების ავტორები:
ნინო ხვინგია
ანა კალანდარიშვილი
ირაკლი დათუკიშვილი
მანანიკო კობახიძე
მარიამ ჭელიძე
რუსუდან წიქარიშვილი
ელენე ჟორჟოლიანი
ელისო კირვალიძე
ია მელაძე
ირინე ორაგველიძე
ნატო ბაგრატიონი
ნინუცა შატბერაშვილი