პროკურატურის თანამშრომლები დილის 4 საათამდე თავიანთ კოლეგას ჰკითხავდნენ. პროკურატურის მრჩეველი გიორგი ინწკირველი გენერალურმა ინსპექციამ დააკავა. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, ირაღის უკანონო ტარებასა და მუქარაში ადანაშაულებენ. ინწკირველთან ერთად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაკავებულია მისი ძმაც. როგორც საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, მათი აყვანა თბილისში მცხეთის ქუჩაზე მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებდნენ.