დღეს ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის პროცესი გაიმართება, რომელზეც დაცვის მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკლვევა გაგრძელდება. დაკითხავენ თავად ბრალდებულსაც. ოქროპირიძეს 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობა ედება ბრალად. საქმეს ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობა განიხილავს, რადგანაც პირველმა შემადგენლობამ ვერდიქტი ვერ გამოიტანა.