ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. პროკურატურა მოწმეთა დაკითხვას განაგრძობს. სავარაუდოდ, საქმეში არსებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების ჩვენებაც გაგრძელდება. აიუფ ბორჩაშვილს და კიდევ სამს პირს ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით პირების გადაბირებას, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას ედავებიან.