იტალიური საფეხბურთო კლუბის, ემპოლის თავდამსხმელმა მასიმო მაკარონემ გატანილი გოლი უცნაურად აღნიშნა. ბოლონიის კარში პირველი გოლის გატანის შემდეგ ის ტრიბუნებთან მიიჭრა, ერთ-ერთ გულშემატკივარს ლუდის ქილა გამოსტაცა და მოსვა. შეხვედრა ემპოლის გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. მაკარონემ მატჩში დუბლი გაიფორმა.