21-23 დეკემბერს მწერალთა სახლში (მაჩაბლის 13) კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი არქივში დაცული სამი დიდი ქართველი მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის, აკაკი წერეთლის და ვაჟა ფშაველას საარქივო მასალების გამოფენას აწყობს.
გამოფენის გახსნა 21 დეკემბერს 19.00 საათზე.
გამოფენის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები:
22 დეკემბერს 15.00 საათზე - წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (ლევან თაქთაქიშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი)
22 დეკემბერს 15.30 - აკაკი და მედიცინა (პროფ. რამაზ შენგელია)
23 დეკემბერს 15.00 - ეროვნული ხსნის გმირი 1850-იანი წლები (პროფ. თამაზ ჯოლოგუა)