ზუგდიდის რაიონში ტაქსის მძღოლი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მისი ცნობით, ტაქსის მძღოლი, 60 წლის სოსო ეხვაია ყაჩაღებმა ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ნარაზენში წაიყვანეს, სადაც მისთვის ფულისა და მანქანის წართმევა სცადეს. მამაკაცმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, თავში ქვა ჩაარტყეს და მოკლეს.
თავდამსხმელებმა მამაკაცი გაძარცვეს, ხოლო, დანაშაულის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ეკალ-ბარდებში დამალეს. მათ მანქანა გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით, ავტომობილი მიატოვეს და მიიმალნენ. მოკლული მამაკაცი ახლობლებმა იპოვეს.